Saturday, April 17, 2010
პროექტი
მთავარი იდეა
თითების თეატრი
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გამოიმუშავებს თეატრში დაკვირვების უნარ-ჩვევებს, შეიყვარებს თეატრს. ეს პროექტი საინტერესოა რადგან ამ შემთხვევაში მოსწავლეებს უნვითარებათ ანალიზის უნარი. დამხმარე სახელმძღვანელოებში ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს.
მიზნები და შედეგები
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თითების თეატრს, დაესწრებიან სპეკტაკლს და მიღებულ შთაბეჭდილებას გადმოსცემენ ჩანახატის საშუალებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან პრეზენტაციით.
რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლეები
მოსწავლეს წარმოდგენა უნდა ქონდეს თეატრსა და მაყურებლზე, იცოდეს თეატრში ქცევის წესები, უნდა თამაშობდეს სხვადასხვა თეატრალურ ეწიუდებს მიმიკისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
თემატური სახელმძღვანელოები, თვითნაკეთი სათამაშო თოჯინები, ფოტოები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა
თემის შერჩევა, ჯგუფების შექმნა, გეგმის შემუშავება, აქტივობების განხორციელება, პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
დროის ხანგრძლივობა
2 კვირა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment